საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,სითი ლოფტს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1819
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1819

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,სითი ლოფტს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით მოწონებულ იქნეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სითი ლოფტს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის 5.5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „5.5. ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტებით დადგენილი ვალდებულებების განმეორებით/დამატებით ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და მათი დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობა დაწესებულ ვადაში გამყიდველს უფლებას აძლევს, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მყიდველი ქონებაზე ინარჩუნებს უპირობო საკუთრების უფლებას.“.

2. განკარგულება ძალაშია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ნ. გილაური