სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2096
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022361
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2096

2016 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება,პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9 840 250 (ცხრა მილიონ რვაას ორმოცი ათას ორას ორმოცდაათი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს (ს/კ: 404518713).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

 ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

  ბ) ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს სათავო ოფისის, საოფისე ფართებისა და ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრის შექმნა;

 გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს სათავო ოფისში ან/და საოფისე ფართებში ან/და ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრში არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, ამ განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის თაობაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით, უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებისგანხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი