სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1718
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1.„სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10მუხლისმე-2პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული, გარდაბანის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 13493 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.11.583) პირდაპირიმიყიდვისფორმით, 3 374 (სამი ათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარადსაკუთრებაშიგადაეცეს შპს „ჩირინას“ (ს/კ № 203842137).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებოთანხისგადახდაშესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 26802 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 81.12.11.582) შემდეგი პარამეტრების ქარსაფარი ზოლის მოწყობა:
ბ.ა) 3 (სამი) მწკრივიანი ქარსაფარი ზოლი (თითოეული მწკრივის სიგრძე – არანაკლებ 850 მეტრი, მწკრივებს შორის დაშორების მანძილი – არაუმეტეს 3 (სამი) მეტრი, ხოლო მწკრივში განლაგებულ ნერგებს შორის–არაუმეტეს 3 (სამი) მეტრი);
ბ.ბ) სანერგე ხე-მცენარეების დარგვა მოხდება ჭადრაკული პრინციპით;
ბ.გ) სანერგედ ორი ან მეტი წლოვანების მქონე ხე-მცენარეების გამოყენება;
ბ.დ) სანერგე ხე-მცენარეებად შემდეგი ჯიშების გამოყენება: ვერხვი ან/და ფიჭვი ან/და იფანი.
3.საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,განახორციელოსკანონმდებლობითგათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 19.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1718. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017725.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1718, 19.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017725 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2525882/