სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№820
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №820

2014 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალის ტერიტორიაზე მდებარე ექვსი ერთეული (ჯამში – 349 303 კვ.მ) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის: 20 900.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.504); 29 000.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.505); 31 350.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.506); 36 518.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.507); 88 335.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.508) და 143 200.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.10.509) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 49 300 (ორმოცდაცხრა ათას სამასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჩირინას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №203842137).

2. საპრივატიზებოპირობებადგანისაზღვროს:

ა) საპრივატიზებოთანხისგადახდაშესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) გადაცემულ უძრავ ნივთზე ან/და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა- უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, მეფრინველეობის ფერმის აშენება და ფუნქციონირების დაწყების უზრუნველყოფა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეფრინველეობის ფერმის მშენებლობის დასრულების შემდგომ, 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე ფერმაში არანაკალებ 8 ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით;

ე) ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება‑გაუმჯობესების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ანალიზის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის/დასკვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა;

ვ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთის შესახებ მუდმივად, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ჩირინამ“ უზრუნველყოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის მოქმედების ვადა 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.

4. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებებისგანხორციელება.

 

პრემიერ‑მინისტრი                           ირაკლი ღარიბაშვილი

დანართი

ინფორმაცია

საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობზე პირველადი პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია

ფიზიკური/იურიდიული პირი

 

 

რეგისტრაციის თარიღი/საიდენტიფიკაციო კოდი

 

 

იურიდიული მისამართი

 

 

საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ს/ს სავარგული სულ (მიუთითეთ ფართობი, სარწყავი/ურწყავი), მათ შორის:

 

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა (კულტურების და სახეობების მიხედვით)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მრავალწლოვანი კულტურების წარმოება (კულტურების და ჯიშების მიხედვით)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სილოსის და ცხოველთა საკვების წარმოება (ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები/ბალახები) ნათესი ფართობები და წარმოება

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

წარმოებული პროდუქციის მოხმარება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა და გასაღების ბაზარი)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

საძოვარი (მიუთითეთ ფართობი და პირუტყვის (მსხვილფეხა (მათ შორის, ფური)/წვრილფეხა) რაოდენობა)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმოებული პროდუქციის წარმოება/რეალიზაცია (მიუთითეთ რაოდენობა პროდუქციის სახეობების მიხედვით (მათ შორის, ცოცხალი პირუტყვი) და გასაღების ბაზარი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

რა სახის ღონისძიებები გაატარეთ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გაიარეთ თუ არა კონსულტაციები? (ვისთან)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 08.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №820. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017095.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №820, 08.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017095 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2351440/