საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ოჯახის წევრების სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№937
სარეგისტრაციო კოდი
290090000.22.033.016083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 167, 22/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №937

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ოჯახის წევრების სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.სახელმწიფო დაზღვევას დაექვემდებაროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – საგამოძიებო სამსახური)თანამშრომლ ის ოჯახის წევრები.

2.ამ ბრძანების პირველი პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრში იგულისხმება საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი (შვილები).

3.საგამოძიებო სამსახურმა წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა დაზღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4.ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი