„რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.656
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №331/ნ
2009 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის I ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვროს:
ა) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის III, IV და V სიით განსაზღვრული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ბ) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი.
2. ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის III ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვრება დანართი №1-ში მოცემული ფარმაცევტული პროდუქტები.
3. ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, III ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტად აგრეთვე განისაზღვროს ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც თავისი გენერიკული დასახელების, ფორმისა და დოზის მიხედვით დანართ №1-ში III ჯგუფს მიკუთვნებული რომელიმე ფარმაცევტული პროდუქტის ანალოგიურია, თუმცა აქვს სხვა სავაჭრო დასახელება. ასეთი ტიპის ფარმაცევტული პროდუქტის დადგენა ხორციელდება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას ხელმისავდომობისა და სააჯაროობის უზრუნველსაყოფად.
4. III ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტს ასევე მიეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის მოხმარებაც ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციის შესაბამისად დასაშვებია ექიმის დანიშნულების გარეშე. ამ შემთხვევაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვებისათვის ადმინისტრაციული პროცედურის დასრულებისთანავე, ავტომატურად უზრუნველყოფს (ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გარეშე) შესაბამისი ინფორმაციის განთავსებას შესაბამის ვებგვერდზე.
5. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.
ა. კვიტაშვილი
დანართი №1

დანართი
№1
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2019.
- როდის იქნა მიღებული „რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“?
- „რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 13.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №331/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.22.035.013.656.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.10.2019-დან.
- სად არის „რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“, №331/ნ, 13.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.656 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86644/