,,რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N331/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-79/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016647
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-79/ნ

2019 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №331/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N331/ნ ბრძანებაში   (სსმ, 124, 13/10/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, III ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტად აგრეთვე განისაზღვროს ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც თავისი გენერიკული დასახელების, ფორმისა და დოზის მიხედვით დანართ N1-ში III ჯგუფს მიკუთვნებული რომელიმე ფარმაცევტულ პროდუქტის ანალოგიურია, თუმცა აქვს სხვა სავაჭრო დასახელება. ასეთი ტიპის ფარმაცევტული პროდუქტის დადგენა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს ინფორმაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას – ხელმისაწვდომობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად.“.

მუხლი 2

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე