„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-31/ნ
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონის 1113 მუხლის „გ“ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა), მათ შორის, დაურეგისტრირებელი მედიკამენტებისა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა განისაზღვროს სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით:
ა) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის არა უმეტეს ათი სტანდარტული შეფუთვისა;
ბ) თუ ფიზიკურ პირს სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) პერიოდში ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ხუთ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ან ქვეყნიდან გატანა ხორცილედება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე;
გ) თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ხუთ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ხორცი ე ლედება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე .
2. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა ხორცილედება საფოსტო გზავნილის მეშვეობით, შემოტანილი ან გასატანი სამკურნალო საშუალებები საგადასახადო ორგანოების მიერ ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას:
ა) პირველადი შეფუთვის არარსებობისას;
ბ) პირველადი შეფუთვის მთლიანობის დარღვევისას;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვის ეტიკეტირებიდან ვერ ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტის და მასში არსებული აქტიური სუბსტანცი(ებ)ის დასახელება;
დ) სხვა შემთხვევებში, როდესაც ფარმაცევულ პროდუქტს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.
3 . ძალადა კარ გულად გამოცხადდეს „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 11 დეკემბრის № 247/ნ ბრძანება.
4 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-31/ნ
2011 წლის 15 ივნისი
ქ.
თბილისიფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
„
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის 1113 მუხლის „
გ“
ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის
საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა), მათ შორის, დაურეგისტრირებელი მედიკამენტებისა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა განისაზღვროს სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით:
ა) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის არა უმეტეს ათი სტანდარტული შეფუთვისა;
ბ) თუ ფიზიკურ პირს სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) პერიოდში ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ხუთ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ან ქვეყნიდან გატანა ხორცილედება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე;
გ) თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ხუთ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით,
მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ხორციე
ლედება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა ხორცილედება საფოსტო გზავნილის მეშვეობით, შემოტანილი ან გასატანი სამკურნალო საშუალებები საგადასახადო ორგანოების მიერ ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას:
ა) პირველადი შეფუთვის არარსებობისას;
ბ) პირველადი შეფუთვის მთლიანობის დარღვევისას;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვის ეტიკეტირებიდან ვერ ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტის და მასში არსებული აქტიური სუბსტანცი(ებ)ის დასახელება;
დ) სხვა შემთხვევებში, როდესაც ფარმაცევულ პროდუქტს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.
3
. ძალადაკარ
გულად გამოცხადდეს „
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 11 დეკემბრის №
247/ნ ბრძანება.4
. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი