„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01- 53/ნ
2011 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 110615004, 15/06/2011):
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა“ (დანართი №1), მათ შორის, დაურეგისტრირებელი მედიკამენტებისა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა განისაზღვროს სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით:
ა) სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის არა უმეტეს ათი სტანდარტული შეფუთვისა წამლის მოქმედების მიმართ, მისი პირადი პასუხისმგებლობით;
ბ) თუ ფიზიკურ პირს სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) პერიოდში ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტული შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ან ქვეყნიდან გატანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე;
გ) თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტული შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,, 11. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხის“ (დანართი №1) სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე:
ა) სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით ფიზიკური პირის სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) დღეების რაოდენობაზე;
ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.11.2011.
- როდის იქნა მიღებული „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”?
- „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მიღებულია 10.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-53/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470060000.22.035.016098.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, №01-53/ნ, 10.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 470060000.22.035.016098 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1507108/