,,ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-49/ნ |
|
2014 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 110615004, 15/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების: |
1.
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტის) მათ შორის, დაურეგისტრირებელი მედიკამენტებისა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა განისაზღვროს სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით: ა) სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის არა უმეტეს ათი სტანდარტული შეფუთვისა წამლის მოქმედების მიმართ, მისი პირადი პასუხისმგებლობით; ბ) თუ ფიზიკურ პირს სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) პერიოდში ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტული შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ან ქვეყნიდან გატანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე; გ) თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტული შეფუთვაზე მეტი ოდენობით,მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.“. |
2.
11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე: ა) სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით ფიზიკური პირის სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) დღეების რაოდენობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს. |
|