„ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-56/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016564
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-56/ნ

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ფარმაცევტულ, სამედიცინო,  ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე,  სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში (სსმ, 78, 31/07/2003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ფარმაცევტულ საბითუმო ბაზაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესი):
ა) მე-3 პუნქტის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  წამლის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - მინისტრი) შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესით.‘‘;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ბაზაში ფსიქოტროპული ნივთიერებები, პრეკურსორები (მხოლოდ სუბსტანციების სახით) და ნარკოტიკული საშუალებები ინახება სპეციალურად გამოყოფილ უფანჯრო ოთახში (ოთახებში), ცეცხლგამძლე სეიფში (სეიფებში); ოთახს უნდა ჰქონდეს კაპიტალური კედლები, რკინის კარები და გააჩნდეს ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციები; ბაზა, სადაც ინახება ამ პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეიარაღებული დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ ბაზა ვერ უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა და გაცემა დასაშვებია განხორციელდეს დადგენილი საცავიდან მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, რაზეც ფორმდება შესაბამისი დოკუმენტი. აღნიშნულ საცავში ნარკოტიკული საშუალებების მიღების, შეძენის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესი შეესაბამება ბაზიდან ნარკოტიკული საშუალებების მიღების, შეძენის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესს.‘‘.

2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების, გაცემისა და რეალიზაციის წესი):
ა) მე-4 პუნქტის ,,გ‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ნარკოტიკული საშუალების ყოველი გაცემისას ფიზიკურ პირზე გასცეს აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ფორმით;

დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს  მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესით.‘‘;

ბ) მე-5 პუნქტის  ,,დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფ ონკოინკურაბელური და სომატური ავადმყოფებისათვის ნარკოტიკული საშუალებების არატერიტორიული პრინციპით გაცემა (რეალიზაცია) სამინისტროს თანხმობის გარეშე.‘‘.

3. ბრძანებით დამტკიცებული №3  დანართის (ფარმაცევტულ საწარმოში ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გამოყენებისა და გაცემის წესი) მე-3 პუნქტის:
ა) ,,გ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ნარკოტიკული საშუალებების შემცველი იმ კომბინირებული პრეპარატების წარმოებისას, რომლებიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალს, უზრუნველყოს, რათა მათ შემადგენლობაში შემავალი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა შეესაბამებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.‘‘;

ბ) ,,ვ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესით მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს საწარმოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის შესახებ.‘‘.

4. ბრძანებით დამტკიცებული №6 დანართი (სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში  ნარკოტიკული საშუალებების, ფიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. დაწესებულების მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების  საანალიზოდ აღების დროს დგება  მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული სამკურნალო საშუალების სინჯის აღების აქტი.‘‘.

5. ბრძანებით დამტკიცებული №7 დანართის (ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული)  საქმიანობის განმახორციელებელ  დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამოწერისა და განადგურების წესი) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრალიზებული წესით შეძენილი ან/და ჰუმანიტარული გზით მიღებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამოწერა-განადგურებაზე სავალდებულოა სამინისტროს თანხმობა. 

6. ბრძანებით დამტკიცებული 23 დანართის (ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესი):
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღნიშნული დანართი არეგულირებს მხოლოდ იმ ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების (ფარმაცევტული პროდუქტის) (შემდგომში – სამკურნალო საშუალება) მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესს, რომელიც გამოიყენება ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისას. ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისას  სამკურნალო საშუალებების ნუსხას ამტკიცებს  მინისტრი.‘‘;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

„10. სამარაგოში განთავსებული სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ ბრძანების №24 დანართით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  წამლის სააგენტოს  ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო