“ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.004.547
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №247/ნ
2000 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით დასაშვებია არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ამასთან ფიზიკურ პირს უფლება აქვს გაიტანოს ან შემოიტანოს საქართველოში სამკურნალო საშუალებები პირადი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, “წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემოსატანი და გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობის დადგენის მიზნით, ვბრძანებ:
1. არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის განისაზღვროს ავადმყოფთა შემდეგი კატეგორიების და სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით:
ა. ქრონიკული ავადმყოფებისათვის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე – დანიშნული სამკურნალო საშუალების დღიური დოზის მიხედვით განსაზღვრული ოდენობით:
ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის – ვიზის მოქმედების ვადის შესაბამისად დღეების რაოდენობის გათვალისწინებით.
ა.ბ) საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში მუდმივად მ ც ხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის – წამლის ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
ბ. არაქრონიკული ავადმყოფებისათვის:
ბ.ა) სიმპტომატური მკურნალობისათვის – არა უმეტეს ხუთი არაჰოსპიტალური შეფუთვისა.
ბ.ბ) არასიპტომატიური მკურნალობისათვის 1 მკურნალობის კურსისათვის საჭირო ოდენობით.
2. საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის განისაზღვროს ავადმყოფთა შემდეგი კატეგორიებისა და სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით:
ა. ქრონიკული ავადმყოფებისათვის – „შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე დანიშნული სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მოწვევა და სხვა) დღეების რაოდენობაზე.
ბ. არაქრონიკული ავადმყოფებისათვის:
ბ.ა) სიმპტომატური მკურნალობისათვის არა უმეტეს ხუთი არაჰოსპიტალური შეფუთვისა.
ბ.ბ) არასიმპტომატური მკურნალობისათვის 1 მკურნალობის კურსისათვის საჭირო ოდენობით.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.06.2011.
- როდის იქნა მიღებული “ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”?
- “ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” მიღებულია 11.12.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №247/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.060.000.11.119.004.547.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.06.2011-დან.
- სად არის “ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”, №247/ნ, 11.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.004.547 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51766/