ბრძანება N 27733

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2023
№ დოკუმენტი 27733
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27733

13 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,------“ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2023 წლის 23 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №113) განიხილა შპს ,,------ -ს “ (ს/ნ "------") №84302/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №001-218 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და შესაბამისი ჯარიმა/საურავი. პირი ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს და ითხოვს სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის N9669 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,------- -ს “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ოქტომბრის №24513 ბრძანება და ამავე თარიღის №001-218 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 16 783 ლარი, მათ შორის, მოსაკრებელი 6 665 ლარი, ჯარიმა 6 665 ლარი, საურავი 3 453 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ფლობს ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიებს (N"------", N"------") ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე. ლიცენზიების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების მიხედვით დეკლარირებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა შეადგენს 81 374 მ 3.

შემოწმების შედეგად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ კანონის მე-6 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე და 107-ე მუხლების შესაბამისად, დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, განაკვეთი 1 მ 3 ქვიშა-ხრეშზე შეადგენს 0.2 ლარს.

შემოწმების შედეგად გაანგარიშებული საწარმოს მიერ გეგმით გათვალისწინებული და ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა შეადგენს 114 698 მ 3 -ს, შესაბამისად სხვაობაზე 33 324 მ 3 -ზე საწარმოს დამატებით დაერიცხა მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის, აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1.საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

2.საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების მიხედვით დეკლარირებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა შეადგენს 81 374 მ3 , ხოლო შემოწმების შედეგად გაანგარიშებული საწარმოს მიერ გეგმით გათვალისწინებული და ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა შეადგენს 114 698 მ3 -ს, შესაბამისად, სხვაობაზე 33 324 მ3 -ზე საწარმოს დამატებით დაერიცხა მოსაკრებელი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული ვალდებულებები დაშემოწმების მიერ დამატებით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქიების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,------ -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და შესაბამისი ჯარიმა/საურავი.პირი ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს და ითხოვს სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების მიხედვით დეკლარირებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა შეადგენს 81 374 მ 3.

დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, განაკვეთი 1 მ 3 ქვიშა-ხრეშზე შეადგენს 0.2 ლარს. შემოწმების შედეგად გაანგარიშებული საწარმოს მიერ გეგმით გათვალისწინებული და ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა შეადგენს 114 698 მ 3 -ს, შესაბამისად სხვაობაზე 33 324 მ 3 -ზე საწარმოს დამატებით დაერიცხა მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის, აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

269(7),270,272.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ კანონის მე-6 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე და 107-ე მუხლები.