გადაწყვეტილება №25847/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25847/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25847/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 11.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25847/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 10.04.2019 წლის №10289 ბრძანების აღსრულების შედგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2019 წლის №056-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19759 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 121 792.45 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 60 133

მოგების გადასახადი - 41 508

საშემოსავლო გადასახადი - 19 109

დღგ - 53

ქონების გადასახადი - (-537)

ჯარიმა - 28 805

საურავი - 32 854.45

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ასფალტ-ბეტონის წარმოება, ბუნებრივი აირის მიწოდება და სხვა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2015 წლიდან 1.03.2018 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი სრული გეგმიური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 12.12.2018 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს სს „------ - საგან“ შეძენილი აქვს გაზი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. სემეკის მიერ დადგენილი გაზის დანაკარგის ნორმა შეადგენს მიღებული გაზის 1%-ს, გარდა აღნიშნული დანაკარგისა გადამხდელის განმარტებით კომპანიას ყოველთვიურად სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო გააჩნია დანაკარგი, რომელიც აღრიცხულია 2015 და 2016 წლებში, ჩართულია ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილია დღგით, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან დაბეგრილია მხოლოდ დღგ-ით.

შემოწმების შედეგად, ნორმის ზემოთ არსებული დანაკარგი, ჩაითვალა მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით.

გადასახადის გადამხდელს 2017 წლის მოგების გადასახადი გაანგარიშებული აქვს 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდისთვის მოქმედი რედაქციით და გადამხდელის მიერ დარიცხული 2017 წლის მოგების გადასახადი 48 ლარი დაექვემდებარა შემცირებას.

2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება განისაზღვრა 2015 წელს 625 973 ლარით და 2016 წელს 604 798 ლარით. გადამხდელის მონაცემებით სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობაში ჩართულია ყველა დოკუმენტურად დასაბუთებული ფასეულობა, რომელიც შეძენილია 2015-2016 წლებში და შეადგენს 2015 წელს 748 641 ლარს და 2016 წელს 700 386 ლარს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებითა და შესყიდვის აქტებით. 2015-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები შეადგენს შესაბამისად 748 641 ლარს და 700 386 ლარს. შემოწმების პროცესში პირველადი დოკუმენტების შესწავლით სმფ-ების ღირებულება განისაზღვრა შესაბამისად, 635 973 ლარით და 604 785 ლარით. შედეგად, 2015-2016 წლებში გამოქვითვები შემცირდა 208 269 ლარით.

3. ელ. ენერგიისა და წყლის საფასური რომლებიც გამოქვითულია 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში განისაზღვრა 26 358 ლარით. გადამხდელის მონაცემებით კი კომუნალურმა ხარჯმა შეადგინა 27 858 ლარი, რომელშიც ჩართულია სარწყავი წყლის საფასური 1 500 ლარი. გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2015 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციით ელ. ენერგიისა და წყლის საფასურის სახით გამოქვითულია 27 858 ლარი.

შემოწმების შედეგად გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა 26 358 ლარი. შედეგად, 2015-2016 წლებში შემცირდა გამოსაქვითი ხარჯი.

4. 2015-2016 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციით გამოქვითული ამორტიზაციის ხარჯი განისაზღვრა 110 299 ლარით. გადასახადის გადამხდელის მონაცემებით საამორტიზაციო ხარჯი შეადგენს 113 562 ლარს. ამასთან მის მიერ 2015 წელს არ არის გამოქვითული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები. შესაბამისად, შემოწმებისას დაკორექტირდა საამორტიზაციო ხარჯი.

5. სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება შემცირებულია 2015 წელს 23 948 ლარით და 2016 წელს 52 715 ლარით. გადამხდელის მონაცემებით აღნიშნულ პერიოდში სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულებამ შეადგინა 106 132 ლარი. გადამხდელს 2015-2016 წლების მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში სრულად აქვს გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება 106 132 ლარი. მისი განმარტებით ეს თანხები წარმოადგენს ძირითად საშუალებების რემონტზე გაწეულ ხარჯებს, კერძოდ იმ მასალების ღირებულებას, რომელიც ჩამოწერილია სარემონტო სამუშაოებისათვის.

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული არ არის საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად ძირითად საშუალებების მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვა, რომლის საფუძველზეც გადამხდელს უფლება ექნებოდა ძირითად საშუალებების რემონტის ხარჯები გამოექვითა საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გაუთვალისწინებლად. ვინაიდან გადამხდელი იყენებს საამორტიზაციო ანარიცხებს და გამოქვითვებს ძირითად საშუალებების მიხედვით საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ძირითად საშუალებების რემონტის ხარჯების გამოქვითვის დროს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც განხორციელდა საგადასახადო შემოწმებისას.

6. რემონტის სახით გამოქვითული მასალების ღირებულებებს შორის გამოვლინდა სხვაობა. აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულია ძირითად საშუალებების სარემონტო სამუშაოები, რომელიც გამოქვითული აქვს, როგორც საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. შემოწმებისას ძირითად საშუალებების რემონტის ხარჯები გაანგარიშებული და გამოქვითული იქნა საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად.

7. საწარმოს 2015-2016 წლებში მოგების გადასახადის დეკლარაციაში სხვა ხარჯების სახით გამოქვითული აქვს 91 376 ლარი, შემოწმებისას დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ სხვა ხარჯებში ჩართულია, როგორც სხვადასხვა მომსახურების ხარჯები, ასევე ქონების გადასახადი. შემოწმებისას აღნიშნულმა გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა 175 087 ლარი. შედეგად 2015-2016 წლებში სხვა ხარჯები გაიზარდა 83 711 ლარით.

8. გადასახადის გადამხდელის განმარტებით საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ხელფასის სახით განაცემები არ გააჩნია გარდა სახელფასო უწყისებით დარიცხული 127 680 ლარისა, რომლის საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით 25 536 ლარი გადახდილია ბიუჯეტში. ასევე გადამხდელის განმარტებით გააჩნია განაცემები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებით, სახელფასო და ხელფასთან გათანაბრებულმა განაცემებმა შეადგინა 127 680 ლარი, რაზეც დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი 25 536 ლარი. გარდა სახელფასო უწყისით განსაზღვრული ხელფასისა, სალაროდან ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელ პერიოდში საქვეანგარიშოდ გაცემულია თანხები, რომელთა ნაწილი პერიოდულად ჩამოწერილია, ხოლო ნაწილი რჩება ანგარიშვალდებულ პირთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 223 228 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადმა 44 646 ლარი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2018 წლის 14 დეკემბრის №36078 ბრძანება და №056-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.04.2019 წლის №10289 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დასმულ 1-9 სადავო საკითხთან მიმართებაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/არგუმენტები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. ასევე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა საწარმოს უძრავი მინიმალური ფულადი ნაშთის საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის შესაბამისობა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ №1817 სიტუაციურ სახელმძღვანელოსთან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმებისას დარიცხული თანხების შემცირება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდებოდა საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სანქციის შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2019 წლის №10289 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2019 წლის დასკვნის საფუძველზე შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები სულ 38 632 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 266 ლარი, ჯარიმა 16 366 ლარი. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2019 წლის №37052 ბრძანება და №056-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2020 წლის №8231 ბრძანებით საჩივარი შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 10.12.2020 წლის №10303/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 მარტის №8231 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის №10303/2/2020 გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2021 წლის 6 დეკემბრის (საქმე №3/1089- 21) გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის №3/1089-21 გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2024 წლის 4 აპრილის (საქმე №3ბ/961-22) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

1. შპს „--------“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „--------“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 მარტის №8231 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის №103003/2/2020 გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ოქტომბრის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „--------" საჩივრის არსებითი განხილვა.

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის №ბს-1047(2კ-24) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის №3ბ/961-22 გადაწყვეტილება.

განსახილველად დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 9.09.2025 წლის №19759 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის შესაბამისადაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადი. ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადის კონკრეტულ თვეებში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმები. დანარჩენ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების პროცესში და საქმის ზეპირი განხილვისას ვერ შეძლო წარედგინა ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. 2015 და 2016 წლებში ბუნებრივი გაზის დანაკარგი (დასაშვები 1%-ის ზემოთ) ყოველთვიურად ჩართული აქვს ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილი აქვს დღგ-ით. 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2018 წლის 1 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ბუნებრივი გაზის დანაკარგი (დასაშვები 1%-ის ზემოთ) აგრეთვე ჩართული აქვს ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილი აქვს დღგით, რომელიც ბარდება ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. როგორც აბარებდა და აჩვენებდა 2015 და 2016 წლებში, ასევე აჩვენა 2017 და 2018 წლებშიც. დანაკარგი დასაშვები ზღვრული ოდენობის ზემოთ 2017 წელს და 2018 წლის 2 თვის განმავლობაში შეადგენდა 48 575 მ 3 -15 232 ლარს დღგის ჩათვლით. სხვა დანაკარგი არ არსებობს, საგადასახადო შემოწმების აქტში ჩანს თითქოს არის სხვა დანაკარგიც და მითითებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლი და 983 მუხლი, რომელიც ეხება მოგებას. 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადის გადახდა არ მოეთხოვება.

2. 2015-2016 წლებში შეძენილი აქვს 748 641 ლარის და 700 386 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რაზეც წარდგენილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია.

2015 წლის დასაწყისში კომპანიის ქონება შეადგენდა 671 521 ლარს, 2015 წლის განმავლობაში შესრულებული სარემონტო სამუშაოები ფორმა N2-ის მიხედვით შეადგენდა 88 762 ლარს, ამორტიზაციის გამოქვითვა 56 205 ლარის შემდგომ 2015 წლის ბოლოს საწარმოს ქონება შეადგენდა 704 078 ლარს.

შესაბამისად 2016 წლის დასაწყისში მისი ქონება შეადგენდა 704 078 ლარს. 2016 წლის განმავლობაში შესრულებული სარემონტო სამუშაოები ფორმა N2-ის მიხედვით შეადგენდა 87 918 ლარს, ამორტიზაციის გამოქვითვა 57 362 ლარის შემდგომ 2016 წლის ბოლოს საწარმოს ქონება შეადგენდა 734 634 ლარს, რაც მიუთითებს, რომ სმფ-ები გამოყენებულია სარემონტო სამუშაოებში და დამატებულია ქონებაზე, რომელზედაც ყოველწლიურად იხდის ქონების გადასახადს. კაპიტალიზებადი ხარჯები არ გააჩნია. მიუთითებს სსკ-ის 105 მუხლის მოთხოვნაზე. ქონებას რომელზედაც ერიცხება ამორტიზაციის სრული გამოქვითვა უფლება აქვს მასზე გაწეული ყველა ხარჯი გამოქვითოს.

3. 2015 წელს მოგების გადასახადიდან ელ. ენერგიის და წყლის გადასახადის სახით გამოქვითულია 27 858 ლარი, რომელშიც ჩართულია სარწყავი წყლის გადასახადი 1500 ლარი. წარმოადგენს დამადასტურებელ ანგარიშ-ფაქტურას.

4. 2015-2016 წლებში გამოქვითულია 113 562 ლარის საამორტიზაციო ანარიცხები სსკ-ის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ნორმების მიხედვით. წარმოადგენს კომპანიის ქონების რეესტრს, შესაბამისი საამორტიზაციო ანარიცხების ნორმების მიხედვით.

5. სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალების ღირებულება 2015 წელს შეადგენს 53 417 ლარს და 2016 წელს 52 715 ლარს. სულ 2015-2016 წლებში სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენს 106 132 ლარს. სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით, ამავე კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენებისას რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლის შეზღუდვების გაუთვალისწინებლად. მისივე განმარტებით წარმოადგენს შესრულებულ სარემონტო სამუშაოების რეესტრს შესაბამისი ფორმების მიხედვით. აგრეთვე განმარტავს, რომ მისი აქტივები, რომლებზეც ჩატარებულია სარემონტო საშუალებები ყველა მოქმედია და ყველა ექსპლოატაციაშია შესული.

6. 2015-2016 წლებში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები და დასაშვები 5%-იანი გამოქვითვით შესაბამისი ფორმა N2-ის მიხედვით გაანგარიშებულია და შეადგენს 2015 წელს - 33 443 ლარს, ხოლო 2016 წელს - 35 203 ლარს, სულ 68 646 ლარს. აღნიშნული თანხების შესაბამისად შესრულებულია სამუშაოები, რაზედაც შედგენილია შესაბამისი ფორმა N2, რომლებიც წარდგენილი აქვს.

7. 2015 და 2016 წლებში სხვა ხარჯები ნაჩვენებია სწორად და წარდგენილი აქვს დამადასტურებელ დოკუმენტაციის შესაბამის რეესტრი.

8. 2015-2017 წლების და 2018 წლის ორ თვეში დარიცხული ხელფასი შეადგენს 127 680 ლარს და ასახულია საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში, რომლის საშემოსავლო გადასახადი 25 536 ლარი გადახდილია. თანხა, რომელიც დარჩენილია ანგარიშვალდებულ პირთან 2015-2017 წლების და 2018 წლის ორი თვის მანძილზე 95 548 ლარის ოდენობით ჩათვლილია, როგორც გაცემული ხელფასი და დაბეგრილია 20%-ის ოდენობით, თითქოს არ გადაუხდია. მუშაობს დარიცხვის მეთოდით და არა საკასო მეთოდით.

9. საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა 3 358 538 ლარით, ხოლო მისი გაანგარიშებით შეადგენს 3 358 249 ლარს, წარმოადგენს შესაბამისი ბაზის რეესტრს.

მოითხოვს სწორად იყოს გაანგარიშებული ყველა სადავო საკითხი საგადასახადო კოდექსის მიხედვით. ასევე, მოითხოვს:

1. ქონებაზე ყადაღის მოხსნას, რომელიც მთელ ქონებაზე დადებულია 19.08.2021 წელს.

2 დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საგადახდო დავალებით გადახდილი 4 025 ლარი სახელმწიფო ხაზინიდან.

3. შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს თანაბარწილად დაეკისროს კომპანიის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ნახევრისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ნახევრის ანაზღაურება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2019 წლის №10289 ბრძანებით:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დასმულ 1-9 სადავო საკითხთან მიმართებაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/არგუმენტები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს უძრავი მინიმალური ფულადი ნაშთის საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ №1817 სიტუაციურ სახელმძღვანელოსთან შესაბამისობის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების შემცირება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდებოდა საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სანქციის შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2019 წლის №10289 ბრძანების აღსრულების შედეგად, შედგა აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2019 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით:

1. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს სს „----- - საგან“ შეძენილი აქვს გაზი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით „სემეკის“ მიერ დადგენილი გაზის დანაკარგი შეადგენს მიღებული გაზის 1%-ს, გარდა აღნიშნული დანაკარგისა საწარმოს ყოველთვიურად (გადასახადის გადამხდელის განმარტებით) სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო გააჩნია დანაკარგი, რომელიც აღრიცხულია, 2015 და 2016 წლებში ჩართულია ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან დაბეგრილია მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების შედეგად ლიმიტირებული დანაკარგის - 1%-ის ზემოთ არსებული დანაკარგი საგადასახადო კოდექსის 97- ე და 983 მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით.

2. გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში 2018 წლის 23 მარტს, 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილია მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი შემოსავალი განსაზღვრულია 322 ლარით, ხოლო მოგების გადასახადი 48,3 ლარით. აღნიშნული თანხა ასახულია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. გადამხდელის მიერ საბიუჯეტო ვალდებულება, კერძოდ, 2017 წლის მოგების გადასახადი გაანგარიშებულია 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შემოწმებით კი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მიერ დარიცხული 2017 წლის მოგების გადასახადი 48,3 ლარი დაექვემდებარება შემცირებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი.

3. გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებითა და შესყიდვის აქტებით. 2015-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეადგენს 748 641 ლარს და 700 386 ლარს. შემოწმებით პირველადი დოკუმენტების შესწავლით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება განისაზღვრა შესაბამისად 635 973 ლარით და 604 785 ლარით. საგადასახადო კოდექსის 145-ე და 105-ე მუხლების მიხედვით, 2015-2016 წლებში გამოქვითვები შემცირდა 208 269 ლარით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2015 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციით ელ. ენერგიისა და წყლის გადასახადის სახით გამოქვითულია 27 858 ლარი. შემოწმების შედეგად გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა 26 358 ლარი. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, 2015-2016 წლებში გამოქვითვები შემცირდა 208 269 ლარით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი.

5. საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, გაანგარიშებულ იქნა საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით. სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელის მიერ არასწორად იყო გაანგარიშებული ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები. ამასთან, გადამხდელის მიერ 2015 წელს არ არის გამოქვითული 1 000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი.

6. გადასახადის გადამხდელს 2015-2016 წლების მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში სრულად აქვს გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება 106 132 ლარი. გადამხდელის განმარტებით ეს თანხები წარმოადგენს ძირითად საშუალებათა რემონტზე გაწეულ ხარჯებს, კერძოდ, იმ მასალების ღირებულებას, რომელიც ჩამოწერილია სარემონტო სამუშაოებისათვის. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული არ არის საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად, ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვა, რომლის საფუძველზეც გადამხდელს უფლება ექნებოდა ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები გამოექვითა საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გაუთვალისწინებლად, ვინაიდან იყენებს საამორტიზაციო ანარიცხებს და გამოქვითვებს ძირითად საშუალებათა მიხედვით საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვის დროს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, სახელდობრ: საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი.

7. გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულია ძირითად საშუალებათა სარემონტო სამუშაოები, რომელიც გამოქვითული აქვს, როგორც საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. შემოწმებით ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები გაანგარიშებული და გამოქვითული იქნა საგადასახადო კოდექსის 115- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ არასწორად იყო გაანგარიშებული და შესაბამისად გამოქვითვებში ჩართული ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი.

8. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ქონება, კერძოდ: დანადგარები, ავტომანქანები და შენობა-ნაგებობები, რომელიც შეძენილია 2004 წლამდე პერიოდში (დიდი ნაწილი 1995-1997 წლებში), შემოწმების მსვლელობისას შემმოწმებლების მოთხოვნის მიუხედავად გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისათვის. მის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები განხილულ იქნა, რომლის შედეგადაც ქონების გადასახადი დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

9. გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებით, სახელფასო და ხელფასთან გათანაბრებულმა განაცემებმა შეადგინა 127 680 ლარი, რაზეც დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი 25 536 ლარი. გარდა სახელფასო უწყისით განსაზღვრული ხელფასისა, საწარმოს სალაროდან ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელ პერიოდში საქვეანგარიშოდ გაცემულია თანხები, რომელთა ნაწილი პერიოდულად ჩამოწერილია, ხოლო ნაწილი რჩება ანგარიშვალდებულ პირთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 223 228 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადმა 44 646 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით საკითხის შესწავლის შედეგად, საშემოსავლო გადასახადის კონკრეტულ თვეებში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმები დაკორექტირდა (შემცირდა).

ზემოაღნიშნული დასკვნის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 38 632 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 266 ლარი, ჯარიმა 16 366 ლარი.

დავების განხილვის საბჭო მხედველობაში იღებს ზემოაღნიშნულ დასკვნით წარმოდგენილ ინფორმაციას და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს გამაბათილებელ, საპირწონე არგუმენტებს ან რაიმე სახის შესაბამის მტკიცებულებას/დოკუმენტს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული, დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 10.04.2019 წლის №10289 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 10.04.2019 წლის №10289 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს:

ქონებაზე ყადაღის მოხსნას, რომელიც მთელ ქონებაზე დადებულია 19.08.2021 წელს,დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საგადახდო დავალებით გადახდილი 4 025 ლარი სახელმწიფო ხაზინიდან,შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს თანაბარწილად დაეკისროს კომპანიის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ნახევრისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ნახევრის ანაზღაურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის №ბს-1047(2კ-24) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის №3ბ/961-22 გადაწყვეტილება.განსახილველად დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 9.09.2025 წლის №19759 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 10.04.2019 წლის №10289 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).