ნავთობპროდუქტების, ეთილის და სპირტიანი სასმელის მიწოდების, აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შეახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.174
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №81
2004 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდების, აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 ივნისის №193 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის 434 ბრძანებულების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდების, აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 ივნისის №193 ბრძანებაში (სსმ III, 03.07.2002წ., №68, მუხლი 625) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. იმპორტირებული ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდებისას სსაფ-ში საქონლის დასახელებასთან ერთად უნდა აისახოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (სსდ) ნომერი, ხოლო საქონლის ყოველი შემდგომი მიწოდების დროს – აგრეთვე სსაფ-ის ნომერი, რომლითაც მოხდა ამ საქონლის შეძენა; იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მიწოდებისას – სსაფ-ში საქონლის დასახელებასთან ერთად უნდა აისახოს სსდ-ის და სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (სსსდ) ნომრები, ხოლო საქონლის ყოველი შემდგომი მიწოდების დროს – აგრეთვე სსაფ-ის ნომერი, რომლითაც მოხდა ამ საქონლის შეძენა; ეთილის სპირტის, სპირტიანი სასმელების და ნავთობპროდუქტების წარმოების შემთხვევაში სსაფ-ში საქონლის დასახელებასთან ერთად უნდა აისახოს შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო აწვდის ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებს”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი