ბრძანება N 19759

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2025
№ დოკუმენტი 19759
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19759

09 სექტემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.: „-------“ )

2019 წლის 4 ნოემბრის, 2020 წლის 10 იანვრის,2025 წლის 9 ივლისისა და 13 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 და 21 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №64 და №69) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2019 წლის 4 ნოემბრის №226623/01, 2020 წლის 10 იანვრის №4229/21, 2025 წლის 9 ივლისის №568705 (რეგ. №107638/21) და 13 აგვისტოს №571624 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ოქტომბრის №056-45 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი აირის დანაკარგის მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ ბუნებრივი აირის დანაკარგი (დასაშვები 1%-ის ზემოთ) 2015-2017 წლებში და ასევე 2018 წლის იანვარ-თებერვალში ყოველთვიურად ჩართული აქვს ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილი აქვს დღგ-ით.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების განსაზღვრას. განმარტავს, რომ 2015-2016 წლებში შეძენილი აქვს 748 641 ლარის და 700 386 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

3. გადამხდელი არ ეთანხმება კომუნალური ხარჯების განსაზღვრას. მისი მონაცმებით 2015 წელს მოგების გადასახადიდან ელ. ენერგიის და წყლის გადასახადის სახით გამოქვითულია 27 858 ლარი, რომელშიც ჩართულია სარწყავი წლის გადასახადი 1 500 ლარი.

4. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ამორტიზაციის ხარჯს. განმარტავს, რომ 2015-2016 წლებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, გამოქვითული აქვს 113 562 ლარის საამორტიზაციო ანარიცხები.

5. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ძირითადი საშუალებების ღირებულებას. განმარტავს, რომ სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალების ღირებულება 2015 წელს შეადგენს 53 417 ლარს, ხოლო 2016 წელს - 52 715 ლარს.

6. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ რემონტის ხარჯს. განმარტავს, რომ 2015- 2016 წლებში მის მიერ ჩატარებული სარემონტრო სამუშაოები დასაშვები 5%-ის ოდენობით შესაბამისი ფორმა №2-ის მიხედვით დაანგარიშებულია და სულ შეადგენს 68 646 ლარს.

7. გადამხდელი განმარტავს, რომ 2015-2016 წლებში სხვა ხარჯები განსაზღვრული აქვს სწორად.

8. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგ ბაზას. განმარტავს, რომ 2015-2017 წლებში და 2018 წლის ორ თვეში დარციხული ხელფასი შეადგენს 127 680 ლარს, რომელიც ასახული აქვს საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში და გადასახდელი აქვს საშემოსავლო გადასახადი 25 536 ლარის ოდენობით. ასევე, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა 95 548 ლარის ოდენობით, ჩათვლილი აქვს როგორც ხელფასი და დაბეგრილი აქვს 20%-ით. აცხადებს, რომ მუშაობს დარიცხვის და არა საკასო მეთოდით.

9. გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმას.

10. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აცხადებს, რომ მისი გაანგარიშებით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 358 249 ლარს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 10 აპრილის №10289 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს ,,-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჩივარში დასმულ 1-9 სადავო საკითხთან მიმართებაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/არგუმენტები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს საწარმოს უძრავი მინიმალური ფულადი ნაშთის საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის შესაბამისობა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №1817 სიტუაციურ სახელმძღვანელოსთან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 10 აპრილის №10289 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 17 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 38 632 ლარი, მათ შორის: გადასახადი 22 266 ლარი, ჯარიმა 16 366 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 25 ოქტომბრის №056-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 18 მარტის №8231 ბრძანებით საჩივრები დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 10 დეკემბრის №10303/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 მარტის №8231 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის №10303/2/2020 გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2021 წლის 6 დეკემბრის (საქმე №3/1089- 21) გადაწყვეტილებით შპს „--------“ (ს/ნ „-------“) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შემდგომ გადასახადის გადამხდელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის №3/1089-21 გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის (საქმე №3ბ/961-22) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „--------“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს „--------“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 მარტის №8231 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის №103003/2/2020 გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ოქტომბრის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „--------" საჩივრის არსებითი განხილვა.

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის №ბს-1047(2კ-24) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის №3ბ/961-22 გადაწყვეტილება.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება:

 ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გადამხდელს სს „------- -საგან“ შეძენილი აქვს გაზი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით „-------- ის “ მიერ დადგენილი გაზის დანაკარგი შეადგენს მიღებული გაზის 1%-ს, გარდა აღნიშნული დანაკარგისა საწარმოს ყოველთვიურად (გადამხდელის განმარტებით) სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო გააჩნია დანაკარგი, რომელიც აღრიცხულია, 2015 და 2016 წლებში ჩართულია ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან დაბეგრილია მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების შედეგად ლიმიტირებული დანაკარგის - 1%-ის ზემოთ არსებული დანაკარგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში 2018 წლის 23 მარტს, 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილია მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი შემოსავალი განსაზღვრულია 322 ლარით, ხოლო მოგების გადასახადი 48,3 ლარით. აღნიშნული თანხა ასახულია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. გადამხდელის მიერ საბიუჯეტო ვალდებულება, კერძოდ, 2017 წლის მოგების გადასახადი გაანგარიშებულია 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შემოწმებით კი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელის მიერ დარიცხული 2017 წლის მოგების გადასახადი 48,3 ლარი დაექვემდებარება შემცირებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

 გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებითა და შესყიდვის აქტებით. 2015-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულებები შეადგენს 748 641 ლარს და 700 386 ლარს. შემოწმებით პირველადი დოკუმენტების შესწავლით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება განისაზღვრა შესაბამისად 635 973 ლარით და 604 785 ლარით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე და 105-ე მუხლების მიხედვით, 2015-2016 წლებში გამოქვითვები შემცირდა 208 269 ლარით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

 გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2015 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციით ელ. ენერგიისა და წყლის გადასახადის სახით გამოქვითულია 27 858 ლარი. შემოწმების შედეგად გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა 26 358 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, 2015-2016 წლებში გამოქვითვები შემცირდა 208 269 ლარით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, გაანგარიშებულ იქნა საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით. სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელის მიერ არასწორად იყო გაანგარიშებული ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები. ამასთან, გადამხდელის მიერ 2015 წელს არ არის გამოქვითული 1 000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

 გადამხდელს 2015-2016 წლების მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში სრულად აქვს გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება 106 132 ლარი. გადამხდელის განმარტებით ეს თანხები წარმოადგენს ძირითად საშუალებათა რემონტზე გაწეულ ხარჯებს, კერძოდ, იმ მასალების ღირებულებას, რომელიც ჩამოწერილია სარემონტო სამუშაოებისათვის. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დგინდება, რომ გადამხდელის მიერ გამოყენებული არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად, ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვა, რომლის საფუძველზეც გადამხდელს უფლება ექნებოდა ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები გამოექვითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გაუთვალისწინებლად, ვინაიდან გადამხდელი იყენებს საამორტიზაციო ანარიცხებს და გამოქვითვებს ძირითად საშუალებათა მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვის დროს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, სახელდობრ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

 გადამხდელის მიერ გაწეულია ძირითად საშუალებათა სარემონტო სამუშაოები, რომელიც გამოქვითული აქვს, როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. შემოწმებით ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები გაანგარიშებულ და გამოქვითულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ არასწორად იყო გაანგარიშებული და შესაბამისად გამოქვითვებში ჩართული ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ იმ მასალების გარდა, რომლითაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოწმების მსვლელობისას სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

 გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ქონება, კერძოდ: დანადგარები, ავტომანქანები და შენობა-ნაგებობები, რომელიც შეძენილია 2004 წლამდე პერიოდში (დიდი ნაწილი 1995-1997 წლებში), შემოწმების მსვლელობისას შემმოწმებლების მოთხოვნის მიუხედავად გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია ქონების გადასახდით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისათვის. გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები განხილულ იქნა შემოწმების მიერ, რომლის შედეგადაც ქონების გადასახადი დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებით, სახელფასო და ხელფასთან გათანაბრებულმა განაცემებმა შეადგინა 127 680 ლარი, რაზეც დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი 25 536 ლარი. გარდა სახელფასო უწყისით განსაზღვრული ხელფასისა, საწარმოს სალაროდან ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელ პერიოდში საქვეანგარიშოდ გაცემულია თანხები, რომელთა ნაწილი პერიოდულად ჩამოწერილია, ხოლო ნაწილი რჩება ანგარიშვალდებულ პირთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 223 228 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადმა 44 646 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით საკითხის შესწავლის შედეგად, საშემოსავლო გადასახადის კონკრეტულ თვეებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმები დაკორექტირდა (შემცირდა).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის შესაბამისადაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადი. ასევე, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადის კონკრეტულ თვეებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმები. დანარჩენ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების პროცესში და საქმის ზეპირი განხილვისას ვერ შეძლო წარმოედგინა ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი აირის დანაკარგის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების განსაზღვრას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება კომუნალური ხარჯების განსაზღვრას.

4. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ამორტიზაციის ხარჯს.

5. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ძირითადი საშუალებების ღირებულებას.

6. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ რემონტის ხარჯს.

7. გადამხდელი განმარტავს, რომ 2015-2016 წლებში სხვა ხარჯები განსაზღვრული აქვს სწორად.

8. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგ ბაზას.

9. გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმას.

10. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გადამხდელს შეძენილი აქვს გაზი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი გაზის დანაკარგი შეადგენს მიღებული გაზის 1%-ს, გარდა აღნიშნული დანაკარგისა საწარმოს ყოველთვიურად სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო გააჩნია დანაკარგი, რომელიც აღრიცხულია, 2015 და 2016 წლებში ჩართულია ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან დაბეგრილია მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების შედეგად ლიმიტირებული დანაკარგის - 1%-ის ზემოთ არსებული დანაკარგი სსკ-ის 97-ე და 983 მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში 2018 წლის 23 მარტს, 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილია მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი შემოსავალი განსაზღვრულია 322 ლარით, ხოლო მოგების გადასახადი 48,3 ლარით. აღნიშნული თანხა ასახულია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. გადამხდელის მიერ საბიუჯეტო ვალდებულება, კერძოდ, 2017 წლის მოგების გადასახადი გაანგარიშებულია 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შემოწმებით კი სსკ-ის 97-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელის მიერ დარიცხული 2017 წლის მოგების გადასახადი 48,3 ლარი დაექვემდებარება შემცირებას.

 გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებითა და შესყიდვის აქტებით. 2015-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულებები შეადგენს 748 641 ლარს და 700 386 ლარს. შემოწმებით პირველადი დოკუმენტების შესწავლით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება განისაზღვრა შესაბამისად 635 973 ლარით და 604 785 ლარით.სსკ-ის 145-ე და 105-ე მუხლების მიხედვით, 2015-2016 წლებში გამოქვითვები შემცირდა 208 269 ლარით.

 გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2015 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციით ელ. ენერგიისა და წყლის გადასახადის სახით გამოქვითულია 27 858 ლარი. შემოწმების შედეგად გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა 26 358 ლარი. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, 2015-2016 წლებში გამოქვითვები შემცირდა 208 269 ლარით.

 გადამხდელის მიერ გაწეულია ძირითად საშუალებათა სარემონტო სამუშაოები, რომელიც გამოქვითული აქვს, როგორც სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. შემოწმებით ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები გაანგარიშებულ და გამოქვითულ იქნა სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ არასწორად იყო გაანგარიშებული და შესაბამისად გამოქვითვებში ჩართული ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები.

 გადამხდელის საკუთრებაშია სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ქონება,რომელიც შეძენილია 2004 წლამდე პერიოდში. გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები განხილულ იქნა შემოწმების მიერ, რომლის შედეგადაც ქონების გადასახადი დაექვემდებარა კორექტირებას.

 გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებით, სახელფასო და ხელფასთან გათანაბრებულმა განაცემებმა შეადგინა 127 680 ლარი, რაზეც დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი 25 536 ლარი. გარდა სახელფასო უწყისით განსაზღვრული ხელფასისა, საწარმოს სალაროდან ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელ პერიოდში საქვეანგარიშოდ გაცემულია თანხები, რომელთა ნაწილი პერიოდულად ჩამოწერილია, ხოლო ნაწილი რჩება ანგარიშვალდებულ პირთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 223 228 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადმა 44 646 ლარი.

სსკ-ის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით საკითხის შესწავლის შედეგად, საშემოსავლო გადასახადის კონკრეტულ თვეებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმები დაკორექტირდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).