1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროფესიული ორგანიზაცია – ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო – იურიდიული პირი (მათ შორის, პროფესიული ორგანიზაცია), სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომლებიც საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში-სამსახური) მიერ აღიარებულია პირთათვის სერტიფიცირებული ბუღალტრის გამოცდების ორგანიზების განმახორციელებელ ორგანოდ;
გ) საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი –
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა კოლეჯისა, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ე) აღიარება –
პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამების ან/და საგამოცდო პროცესის, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეული დისციპლინების (საგნების) და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომ –
კანონი) და სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისა