1. სასერტიფიკაციო პროგრამებთან/ცალკეულ დისციპლინებთან (საგნებთან) მიმართებაში სამსახური იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

ა) სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შესახებ;

ბ) სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის)  აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შეწყვეტის შესახებ.

2. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შესახებ, თუ უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტსა და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.

3. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარებაზე უარის თქმის  შესახებ, თუ უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.

4. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შეწყვეტის შესახებ, თუ აღიარებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია აღარ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.

თავი III

საგამოცდო პროცესის აღიარების წე