პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი სწავლის და განვითარების პროცესის ეფექტიანობის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საზომები:
ა) ჩადებული რესურსის საზომები –
რომელიც მიმართულია სწავლასა და განვითარებაში ჩადებულ ძალისხმევაზე, როგორიც არის სასწავლო კურსზე დასწრების საათების რაოდენობა, კურსის თემატიკის ათვისება. აღნიშნული საზომები მარტივად დადასტურებადია, თუმცა ისინი არ ზომავენ კომპენტენციას, როგორც მიღწეულ შედეგს;
ბ) პროცესთან დაკავშირებული საზომები –
რომელიც მიმართულია სწავლების ფორმის ეფექტურობაზე, სასერტიფიკაციო პროგრამის მუდმივი განხილვასა და განახლებაზე. აღნიშნული საზომები მარტივად დადასტურებადია, თუმცა ისინი არ ზომავენ კომპენტენციას, როგორც მიღწეულ შედეგს;
გ) შედეგის საზომები –
რომელიც მიმართულია კანდიდატის მიერ შეძენილი კომპეტენციის გაზომვაზ