1. აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების, აღიარებული დიციპლინების (საგნების), საგამოცდო პროცესების რეესტრის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახური.
2. რეესტრში რეგისტრაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებს ენიჭებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი.
3. აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების, ცალკეული დისციპლინების (საგნების), სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების შესახებ რეესტრში ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) იმ პირის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, ვებგვერდის მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის და საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ, რომლის პროგრამებიც, დისციპლინებიც (საგნებიც) აღიარებულია;
ბ) იმ პირის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, ვებგვერდის მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის და საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ, რომელიც აღიარებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ;
გ) პროგრამის, დისციპლინების (საგნების) დასახელება, აღიარების თარიღი და მოქმედების პერიოდი.
4. პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია აისახება იმ პირის ვებგვერდზე, რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა ან/და საგამოცდო პროცესები აღიარებულია სამსახურის მიერ.
5. აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამები, საგნები, საგამოცდო პროცესი მისი აღიარებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება პროფესიული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ვებგვერდზე. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია სერტიფიცირების წარმართვის პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს თავის ვებგვერდზ