1. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების მიზნით უფლებამოსილი პირი სამსახურს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სტანდარტით განსაზღვრული გამოცდების მოსამზადებლად და სამართავად საჭირო პოლიტიკასა და პროცედურებს, ასევე დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება საგამოცდო პროცესის წარმართვისთვის საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსის არსებობა.
2. პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც სამსახურს მიმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარებისათვის, და ამასთან, არ აქვს აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამა, ვალდებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარებისათვის დოკუმენტაციას დაურთოს შესაბამისი გამოცდისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი