1. კომპეტენციის საშუალო დონეზე (შემდგომში –
საშუალო დონე) სწავლის შედეგები მიმართულია:
ა) ტექნიკური კომპეტენციის შესაბამის სფეროებში ძირითადი პრინციპებისა და თეორიების დამოუკიდებლად გამოყენებაზე, შედარებასა და ანალიზზე, დავალებების შესასრულებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად;
ბ) ტექნიკური კომპეტენციისა და პროფესიული უნარების კომბინირებაზე, სამუშაო ამოცანების შესასრულებლად;
გ) პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და დამოკიდებულებების გამოყენებაზე დავალებების შესრულებისას;
დ) ზეპირი ან/და წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით ინფორმაციის წარდგენასა და მოსაზრებების მკაფიოდ გადმოცემაზე როგორც ბუღალტრული აღრიცხვის მცოდნე, ისე სხვა პირების მიმართ.
2. სწავლის შედეგები საშუალო დონეზე უკავშირდება სამუშაო სიტუაციებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია საშუალო დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობ