1. სასერტიფიკაციო პროგრამას აღიარებს სამსახური, მის მიერ დადგენილი წესით.
2. სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს სულ მცირე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ 4 (ოთხ) სასწავლო კურსს.
3. სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს სულ მცირე 4 (ოთხ) სასერტიფიკაციო გამოცდას, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) „ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება“ –
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, ფასს სტანდარტების შესაბამისად, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
ბ) „აუდიტი“ –
აუდიტი, მარწმუნებელი მომსახურება და პროფესიული უნარები, პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა, ეთიკური პრინციპები, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიმართ ვალდებულება, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
გ) „ბიზნესის მართვა და რისკი“ –
კორპორაციული მართვა, რისკის მართვა და შიდა კონტროლი, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
დ) „ბიზნესსამართალი და საგადასახადო დაბეგვრა“ –
ბიზნეს და საგადასახადო კანონმდებლობა, კვალიფიკაციის საშუალო დონეზე.
4. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოცდა, ჩაატაროს 2 (ორ) ეტაპად: ,,ბიზნესსამართალი“ და ,,საგადასახადო დაბეგვრა“.
5. სრული სასერტიფიკაციო პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას პროფესიული კომპეტენციის თითოეული კომპონენტისათვის, კვალიფიკაციის შესაბამის დონეზე.
6. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ჰქონდეს როგორც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო კურსი და გამოცდა, ასევე სრული სასერტიფიკაციო პროგრამა.
7. კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრს ან ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირები, რომლებსაც აუდიტის საქართველოში ჩატარება სურთ უფლებამოსილნი არიან, საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების მოთხოვნით, მიმართონ პროფესიულ ორგანიზაციას. საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტი ტარდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნებით. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ პუნქტით განსაზღვრული გამოცდა ჩაატაროს როგორც 1 (ერთ), ასევე 2 ეტაპად.
8. კანდიდატი უფლებამოსილია საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების ნაცვლად ჩაითვალოს პროფესიულ ორგანიზაციაში ჩაბარებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა (გამოცდები) არაუგვიანეს გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში.
9. პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ გამოცდას ატარებს როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზ