1. გადამზადების სასწავლო კურსს შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულება.
2. გადამზადების სასწავლო კურსი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ იძლეოდეს შეცვლილ სამუშაო გარემოში მოქმედებისათვის შესაბამის ცოდნასა და უნარებს; გადამზადება ტარდება სასწავლო დაწესებულებების მიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ცვლილების უსაფრთხოების შეფასების შედეგად დგინდება ასეთი სწავლების ჩატარების საჭიროება.
3. გადამზადების სასწავლო კურსის შემუშავებისას უნდა განისაზღვროს:
ა) გადამზადების სასწავლო კურსის ჩატარების მეთოდი და ხანგრძლივობა, ცვლილების ხასიათისა და მასშტაბიდან გამომდინარე; და
ბ) გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნის გამოცდის ან/და შეფასების მეთოდები.
4. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებმა შეცვლილ სამუშაო გარემოში მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებამდე უნდა გაიარონ გადამზადებ