1. განმეორებით სასწავლო კურს(ებ)ს შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულება და ითანხმებს სააგენტო.

2. განმეორებითი სწავლება ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ განაახლოს, გაამყაროს ან გააღრმავოს მეთვალყურის ცოდნა და უნარები საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად და სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა)  წესების  და პროცედურების სწავლებას საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის  გამოყენებით;

ბ) არასტანდარტულ და ავარიულ ვითარებაში მოქმედებისათვის სწავლებას საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის  გამოყენებით; და

გ)  ადამიანური ფაქტორის სწავლებას.

3. განმეორებითი სწავლების საგნების, თემებისა და ქვეთემების საჭიროების განსაზღვრის პროცესი უნდა იყოს აღწერილი სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოში და უნდა მოიცავდეს სულ მცირე:

ა) მოკვლევ(ებ)ის შედეგების ანალიზს;

ბ) სამეთვალყურეო პუნქტ(ებ)ზე მორგებულ საჭიროებებს, საოპერაციო გარემოს,  ადგილობრივი ინსტრუქციებისა და პროცედურების გათვალისწინებით;

გ) რისკების ანალიზისა და უსაფრთხოების შეფასებ(ებ)ის რეკომენდაციებს;

დ) პერსონალის ნებაყოფლობითი შეტყობინ(ებ)ების ანალიზს;

ე) სამეთვალყურეო პუნქტ(ებ)ზე კომპეტენციის შეფასების შედეგ(ებ)ის ანალიზს;

ვ) სამეთვალყურეო პუნქტ(ებ)ზე დაშვების მომზადების კურს(ებ)ის შედეგ(ებ)ის ანალიზს;

ზ) საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისათვის სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.

4. განმეორებითი სწავლების კურსი უნდა ჩატარდეს შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და იმ შემთხვევაში, თუ საგანი ითვალისწინებს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სამუშაო უნარების განახლებას, განსაზღვრული უნდა იყოს  სწავლების მიზნებ