1. შეფასება უნდა მოხდეს სამუშაო გარემოში, ჩვეულ პირობებში, სამუშაო ადგილზე სწავლების დასრულების შემდეგ, სულ მცირე, ერთხელ მაინც.

2. მუშაობის წინა სწავლების ფაზის დასრულების შემდეგ განმცხადებლის უნარები უნდა შეფასდეს  სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე, სულ მცირე, ერთხელ მაინც.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულის გარდა, სამუშაო პუნქტზე დაშვებისათვის შეფასება  შესაძლებელია ჩატარდეს  სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე, რათა მოხდეს ისეთი ნასწავლი პროცედურების გამოყენების შესაძლებლობის დემონსტრირება, რომლებიც არ წარმოქმნილა ჩვეულ სამუშაო გარემოში შეფასების დრო