1. ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების შედეგად შეძენილი ცოდნის შემოწმება ხდება თეორიული გამოცდ(ებ)ის და შეფასების გზით.
2. თეორიული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ განმცხადებელმა მოიპოვა ამ გამოცდისთვის დადგენილი ქულების არანაკლებ 75%.
3. შეფასება უნდა ჩატარდეს ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების იმ სწავლების მიზნების მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესის 57-ე მუხლით.
4. შეფასება ტარდება საწაფზე.
5. დადებითი შეფასება ეძლევა განმცხადებელს რომელიც სტაბილურად ახდენს ამ წესის 57-ე მუხლით განსაზღვრული სწავლების მიზნების დემონსტრირებას და გამოიჩენს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უსაფრთხოდ წარმართვისათვის საჭირო თვისებებ