1. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს სერტიფიკატი და თან დაურთოს გამოცდების შედეგები.
2. პირველადი მომზადების ან დამატებით სხვა ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი.
3. საბაზო სწავლების გავლის შესახებ სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ განმცხადებლის მოთხოვნით, თუ მის მიერ გავლილია ამ წესის მე-3 დანართით გათვალისწინებული ყველა საგანი, თემა და ქვეთემა და მან წარმატებით ჩააბარა ყველა საჭირო გამოცდა და შეფასებ