საკვალიფიკაციო გამოცდაზე წესრიგის დარღვევის გამო გამოსაცდელის გაძევების შემთხვევაში მას უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს მომდევნო საკვალიფიკაციო გამოცდაში.
დანართი 2
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა
ნაწილი I. შინაარსი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი.
2. სისხლის სამართალი.
3. სისხლის სამართლის პროცესი.
4. სამოქალაქო სამართალი.
5. სამოქალაქო სამართლის პროცესი.
6. ადმინისტრაციული სამართალი.
7. ადმინისტრაციული სამართლის პროცესი.
8. ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.
ნაწილი
II. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი
თემა I. საქართველოს კონსტიტუცია.
თემა II. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
თემა III. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“.
თემა IV. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“.
თემა V. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
თემა VI. საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.
თემა VII. საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“.
თემა VIII. საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.
თემა IX. საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.
თემა X. საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“.
თემა XI. საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.
თემა XII. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
თემა XIII. საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.
თემა XIV. საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“.
თემა XV. საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.
თემა XVI. საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები.
ნაწილი III. სისხლის სამართალი
თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
თემა II. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
ნაწილი IV. სისხლის სამართლის პროცესი
თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
თემა II. პატიმრობის კოდექსი.
თემა III. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“.
თემა IV. საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“.
თემა V. საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“.
თემა VI. საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“.
თემა VII. საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“.
თემა VIII. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
ნაწილი V. სამოქალაქო სამართალი
თემა I. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
თემა II. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.
თემა III. საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“.
თემა IV. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“.
თემა V. საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“.
ნაწილი VI. სამოქალაქო სამართლის პროცესი
თემა I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
თემა II. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.
თემა III. საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“.
ნაწილი VII. ადმინისტრაციული სამართალი
თემა I. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
თემა II. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
თემა III. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
თემა IV. საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“.
ნაწილი VIII. ადმინისტრაციული სამართლის პროცესი
თემა I. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
თემა II. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მუხლები 1-41; 200-314).
თემა III. საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კარი I, XI, XIII, XIV).
თემა IV. საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“.
თემა V. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
ნაწილი IX. ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები
ა) საერთო, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციებისათვის:
თემა I. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
თემა II. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ.
თემა III. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და მისი ფაკულტატური ოქმი.
თემა IV. ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ და მისი დამატებითი ოქმები, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებების მიხედვით:
ა) ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ;
ბ) იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ;
გ) მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ;
დ) სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ.
თემა V. საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს სტატუტი.
თემა VI. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია.
თემა VII. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დამტკიცებული
„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები“ (1985 წელი).
თემა VIII. მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპები (2002 წელი).
თემა IX. მინსკის კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (1993 წლის 22 იანვარი).
ბ) დამატებით, სისხლის სამართლის სპეციალიზაციისათვის:
თემა I. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება (რომის სტატუტი).
თემა II. გაეროს კონვენცია „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“.
თემა III. ევროპული კონვენცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ.
თემა IV. ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ და მისი დამატებითი ოქმები, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებების მიხედვით:
ა) შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ;
ბ) ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ;
გ) ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ;
დ) მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ;
ე) ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ;
ვ) აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ;
ზ) ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ;
თ) ქიტიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ;
ი) ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ;
კ) ჯალო გერმანიის წინააღმდეგ;
ლ) არმან დე სილვა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ;
მ) ჯ.ფ. შვედეთის წინააღმდეგ;
ნ) ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ;
ო) ბოუიდი ბელგიის წინააღმდეგ;
პ) ლერმიტე ბელგიის წინააღმდეგ.
გ) დამატებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციისათვის:
თემა I. ევროპის სოციალური ქარტია.
თემა II. ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ.
თემა III. უცხო სახელმწიფოთა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენცია.
თემა IV. ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ და მისი დამატებითი ოქმები, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებების მიხედვით:
ა) საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ;
ბ) ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ;
გ) კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ;
დ) ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ;
ე) გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ;
ვ) საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ;
ზ) ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ;
თ) გახარია საქართველოს წინააღმდეგ;
ი) ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ;
კ) ბაკა უნგრეთის წინააღმდეგ;
ლ) ევანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ;
მ) მეჯლის ისლამსკე ზაჯედნიცე ბრსკო და სხვები ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წინააღმდეგ;
ნ) კარაქსონი და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ;
ო) ტავარეს დე ალმეიდა ფერნანდესი და ალმეიდა ფერნანდესი პორტუგალიის წინააღმდეგ;
პ) ფაბრისი საფრანგეთის წინააღმდეგ;
ჟ) ბოჩანი უკრაინის წინააღმდეგ.
დანართი 25
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/175
2018 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის, კოლეგიურად განსახილველ საქმეთა კატეგორიებისა და მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის 21 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) კატეგორია „ა“ – სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავები; საოჯახო სამართლებრივი დავები; სამემკვიდრეო დავები;
ბ) კატეგორია „ბ“ – ვალდებულებით-სამართლებრივი დავები;
გ) კატეგორია „გ“ – კომერციული დავები (ამ გადაწყვეტილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, გარდა საოჯახო სამართლებრივი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებისა), თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს; სამეწარმეო სამართლებრივი დავები; უდავო წარმოების საქმეები; გამარტივებული წარმოების საქმეები; შრომითი სამართლებრივი დავები; მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავები; პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები;
დ) კატეგორია „დ“ – არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები, მათ შორის, განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ/შუამდგომლობა არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეზე.
2. განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ადმინისტრაციულ საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) კატეგორია „ა“ – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დავები; ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების თაობაზე დავები; აღიარებითი სარჩელის თაობაზე დავები; სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავები; სახელმწიფო სოციალური დაცვის თაობაზე დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VIII- VII16 თავებით განსაზღვრული დავები;
ბ) კატეგორია „ბ“ – ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების თაობაზე დავები; საგადასახადო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები; შრომითი დავები; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები; მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VIII - VII16 თავებით განსაზღვრული დავები;
გ) კატეგორია „გ“ – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები.
3. განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) კატეგორია „ა“ – დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (ტერორიზმი; სამოხელეო დანაშაული; დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ);
ბ) კატეგორია „ბ“ – დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში; დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა; სამოხელეო დანაშაული); დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ;
გ) კატეგორია „გ“ – დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; კიბერდანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (სამოხელეო დანაშაული); დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ; დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის №1/56 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები თანაბრად განიხილავენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობებს, საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 282-289-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებზე და სხვა კატეგორიის საქმეებს.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 581 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულმა სისხლის სამართლის საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ შესაძლებელია იმავე პალატის სხვა ვიწრო სპეციალიზაციის საქმის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.
6. (ამოღებულია).
7. სამართალწარმოების მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ სასამართლოში შემოსულ შუამდგომლობებს და სხვა დამატებით საკითხებს განიხილავს საქმის განმხილველი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლე.
8. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, საქმეს განიხილავს გადაწყვეტილების განჩინების გამომტანი მოსამართლე, ხოლო მისი უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა სასამარლოში/კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში გადასვლის ან სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში – შესაბამისი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლე.
9. ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა შემადგენლობას განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით.
10. სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შესაბამის ვიწრო სპეციალიზაციაში განაწილებას უზრუნველყოფს სასამართლოს კანცელარია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის №1/56 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მიხედვით.
101. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ შემოსულ საქმეებზე.
11. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2018 წლის 4 მაისიდან.
გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
.
დანართი 26
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/251
2018 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე2“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესი“ თანდართული სახით.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
დამტკიცებულია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
2018 წლის 24 სექტემბრის №1/251 გადაწყვეტილებით
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და
სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების
წე