1. საკვალიფიკაციო (ტესტური და წერითი) გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო ჯგუფი.

2. საპრეტენზიო ჯგუფის შემადგენლობას საგამოცდო კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.

3. ტესტური და წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის განმავლობაში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.

4. ტესტური გამოცდის შეფასების გადასინჯვა, როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა 70 (სამოცდაათი) ქულა.

5. წერითი გამოცდის შეფასების გადასინჯვა, როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა 10 (ათი) ქულა.

6. საპრეტენზიო ჯგუფი შედგება 5 წევრისგან და მისი შემადგენლობა ანონიმურია.

7. საპრეტენზიო ჯგუფის მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.

8. ტესტური და წერითი გამოცდის შედეგებზე პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო ჯგუფი საპრეტენზიო განცხადებაზე აკეთებს დასაბუთებულ შეფასებას. საპრეტენზიო განცხადებების გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ პრეტენზიების განხილვის შედეგები შეიტანება უწყისში და დასტურდება საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერი