1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით საგამოცდო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
2. დეპარტამენტს ევალება გამოცდების მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება, საგამოცდო დავალებების ელექტრონულ სისტემაში შეყვანა, საგამოცდო ინსტრუქტაჟის მომზადება და გამოსაცდელებისათვის გაცნობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, საგამოცდო დავალებების ნიმუშების განთავსება და სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.
3. დეპარტამენტის შესაბამის მოხელეს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს საგამოცდო დავალების შინაარსი. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა იწვევს საგამოცდო პროცესისგან მის ჩამოცილებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება