1. საგამოცდო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საგამოცდო კომისიის წევრთაგან ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე:
ა) უძღვება საგამოცდო კომისიის სხდომებს;
ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო გამოცდის პროცესში ჩართულ დეპარტამენტის შესაბამის მოხელეებს, განსაზღვრავს მათ ფუნქციებს და აძლევს შესაბამის დავალებებს;
გ) საგამოცდო კომისიის წევრებს აცნობს საგამოცდო დავალებების დადგენილ სტანდარტს და მათთან ერთად შეიმუშავებს წერითი ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმებს;
დ) ზედამხედველობს საგამოცდო კომისიის წევრის მიერ შედგენილი საგამოცდო დავალების კომისიის სხვა წევრთა მიერ გადამოწმების პროცესს, ხოლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოფს დადგენილ სტანდარტებთან საგამოცდო დავალების შესაბამისობას;
ე) უშუალოდ მეთვალყურეობს გამოცდების შედეგების შეფასების პროცესს;
ვ) საგამოცდო კომისიის შემადგენლობიდან ქმნის საპრეტენზიო ჯგუფს და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას;
ზ) საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდების შედეგების დამტკიცების შემდეგ წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო