1. კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შემთხვევაში მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ/უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21122 და 21126 მუხლებით დადგენილი წესებით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდებ