უცხოელი ვალდებულია:

ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი;

ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს დეპარტამენტს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენის მიზნით;

გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, გაეცნოს შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილება