1. გაძევების საკითხის შესწავლისას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების/ბრძანების მიღების შემდეგ, კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გაძევების გადავადების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამმართველო შეისწავლის გაძევების გადავადების საკითხს და გადავადების საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე ან მიმართავს სასამართლოს უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე შუამდგომლობით.

2. გაძევების გადავადება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში, ასევე − გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს 30 დღემდე ვადით.

4. გაძევების გადავადების საფუძვლის არსებობისას, გაძევების გადავადება ხორციელდება უცხოელის მიმართვის ან სამმართველოს ინიციატივის საფუძველზე.

5. გაძევების გადავადების საფუძვლის აღმოჩენის შემთხვევაში უცხოელს უფლება აქვს, მიმართოს დეპარტამენტს გაძევების გადავადების თხოვნით, რომელსაც სამმართველო განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში.

6. უცხოელის მიმართვის საფუძველზე სამმართველო განიხილავს გაძევების გადავადების საკითხს, შეისწავლის გადავადების საფუძველს, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან ან/და იურიდიული პირებიდან გამოითხოვს ინფორმაციას.

7. გაძევების გადავადების საკითხის განხილვისას, სამმართველოს შეუძლია უცხოელს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.

8. თუ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება არ შეიცვალა, უცხოელს საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთჯერადად, 30 დღის ვადით.

9. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების ან გადავადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. უცხოელს გადაწყვეტილება ბარდება ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალო