1. შეფასების პროცესში მონაწილე მოხელეს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს შეფასების პერიოდში შექმნილ დოკუმენტურ მასალებს;

ბ) შეფასების თითოეულ ეტაპზე თავისუფლად და შეუზღუდავად გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები, წარადგინოს შესაბამისი განმარტებები წერილობით, როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით; წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები, როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით;

გ) გაასაჩივროს შეფასების შედეგები;

დ) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2. მოხელე ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს შეფასების პროცესის ობიექტურად განხორციელებას და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს შეუშლის შეფასების პროცესის სამართლიანად განხორციელებას;

ბ) ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული მოვალეობები და შეფასების შეუფერხებლად წარმართვისთვის წარადგინოს მასალები დროულად;

გ) ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია შეფასების პროცესთან;

დ) შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები, შეფასების შედეგების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

3. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა განიხილება მძიმე დისციპლინურ გადაცდომა