1. საბაზო და ოსტატობის სწავლება შეიძლება ჩატარდეს როგორც ცალ-ცალკე, ასევე, ინტეგრირებული კურსის სახით.
2. სააგენტო ითანხმებს საბაზო სწავლების და ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების ან პირველადი სწავლების ინტეგრირებულ კურსებს, რომლებსაც შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულება.
3. როდესაც პირველადი სწავლება ტარდება ინტეგრირებული კურსის სახით, მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ის გამოცდები და შეფასებები, რომლებიც გამოიყენება საბაზო და თითოეული ოსტატობის სწავლებისათვის.
4. წარმატებით გავლილი პირველადი ან დამატებით სხვა ოსტატობის სწავლება დასტურდება სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატით.
5. წარმატებით გავლილი საბაზო სწავლება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც სასწავლო დაწესებულების მიერ გაიცემა განმცხადებლის მოთხოვნი