1. მოსამზადებელი კურსების დაწყების საფუძველია სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს:
ა) კანდიდატის გვარი, სახელი, მამის სახელი;
ბ) მოსამზადებელი კურსების დაწყების თარიღი, დაწესებულების დასახელება და მისამართი, სადაც უნდა გამოცხადდეს კანდიდატი.
3. მოსამზადებელი კურსების სასწავლო ლექციების განრიგს, მოსამზადებელი კურსების შინაგანაწესს მსმენელი მიიღებს მოსამზადებელ კურსებზე გამოცხადებისთანავე