1. მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მანდატურობის კანდიდატს მანდატურად ნიშნავს და ათავისუფლებს მანდატურის სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. მანდატურობის კანდიდატი, რომელიც მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში მანდატურობის კანდიდატი მანდატურის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისაგა