1. მანდატურობის კანდიდატების შეფასების მიზნით, მანდატურის სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას და განსაზღვრავს მისი მუშაობის წესს.
2. მანდატურობის კანდიდატების შეფასების ფორმებს (კომპიუტერული უნარების შემოწმება და წერითი დავალება ან/და გასაუბრება, ან/და ფიზიკური მზაობის შემოწმება) განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისია.
3. კომისია ვალდებულია მანდატურობის კანდიდატების შეფასება უზრუნველყოს საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, კომისია განსაზღვრავს მანდატურობის კანდიდატებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გაიარონ მოსამზადებელი კურსები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მანდატურობის კანდიდატები ვალდებული არიან მანდატურის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მანდატურის სამსახურს წარუდგინონ:
ა) ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობა არის მოსამზადებელი კურსის გავლაზე უარის თქმის საფუძველ