1. საკონკურსო განაცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მანდატურის სამსახური ადგენს საკონკურსო განაცხადებისა და განაცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან.

2. საკონკურსო განაცხადების ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, მანდატურის სამსახური მანდატურობის კანდიდატს განუსაზღვრავს არაუმეტეს 5 დღის ვადას საკონკურსო განაცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მანდატურობის კანდიდატი არ წარუდგენს მანდატურის სამსახურს შესაბამის დოკუმენტაციას ან/და არ მოიყვანს საკონკურსო განაცხადს შესაბამისობაში, მანდატურობის კანდიდატის საკონკურსო განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც მანდატურის სამსახური ატყობინებს მანდატურობის კანდიდატ