1. მანდატურის ეთიკა წარმოადგენს მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების ერთობლიობას.
2. მანდატურის ეთიკის მიზანია მანდატურის ერთიანი ქცევის წესების დამკვიდრება, რათა მანდატურმა შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება და გააცნობიეროს საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.
3. მანდატური უნდა იყოს სამართლიანი იდეების ერთგული, ობიექტური, კეთილსინდისიერად ასრულებდეს სამსახურებრივ მოვალეობას. მანდატურმა უნდა შეძლოს ნებისმიერ სიტუაციაში იმოქმედოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს თავის თავს და მანდატურის სამსახურის რეპუტაციას.
4. მანდატური თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მან თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მანდატურის დამოუკიდებლობა ან გავლენა მოახდინოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზ