1. მანდატურის მიერ სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ხორციელდება:
ა) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერება ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით;
ბ) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციური დათვალიერება.
2. სკოლაში განაწილებული მანდატურებიდან:
ა) ერთმა მანდატურმა უნდა უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერება ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით;
ბ) ერთმა მანდატურმა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ორზე მეტი მანდატურია განაწილებული, ყველა დანარჩენმა, ურთიერთშეთანხმებით უნდა უზრუნველყონ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის განაწილება და არადისტანციური დათვალიერება.
3. სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციურად დასათვალიერებლად მანდატური/მანდატურები ოთახიდან გადის/გადიან საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 წუთისა.
4. სკოლაში განაწილებული მანდატურებიდან ერთი მანდატური საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე 10 წუთით ადრე არადისტანციურად ათვალიერებს სკოლის გარე პერიმეტრს და დგება სკოლის შესასვლელთან, ხოლო საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს სკოლის შიდა პერიმეტრის არადისტანციურ დათვალიერებას.
5. საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, სკოლის გარე პერიმეტრის დათვალიერება ხორციელდება ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით. სკოლის გარე პერიმეტრის არადისტანციური დათვალიერება მანდატურმა უნდა განახორციელოს სისტემატურად.
6. მანდატური, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერებას ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით, დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სხვა მანდატურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციურ დათვალიერებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მანდატურები შემთხვევის ადგილიდან არიან შორს და თვითონ უფრო მცირე ვადაში შეძლებს შემთხვევის ადგილზე მისვლას, თვითონ უზრუნველყოს შემთხვევის ადგილზე გასვლა.
7. მანდატური, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციურ დათვალიერებას, გამოვლენილი დარღვევის/სავარაუდო დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს მანდატურს, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერებას ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით.
8. მანდატური, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერებას ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სკოლის დირექციისათვის, მოსწავლის კლასის დამრიგებლისათვის, ასევე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში