1. თითოეულ მანდატურს, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, მანდატურის სამსახურის მიერ განსაზღვრული ჰყავს თავისი კოორდინატორი/უშუალო უფროსი (შემდგომში – კოორდინატორი).

2. კოორდინატორი უზრუნველყოფს:

ა) შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარებას მანდატურისათვის;

ბ) მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ზედამხედველობას და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას;

გ) მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. კოორდინატორი პასუხისმგებელია მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მანდატურის საქმიანობაზე.

4. მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მანდატურის საქმიანობის ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს მანდატურისათვის ინსტრუქციები იმ საკითხებზე, რომლებიც ამ წესით არ არის რეგულირებულ