1. მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს სკოლებისათვის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს მანდატურის სამსახური შეიმუშავებს:

ა) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მასწავლებლების, მოსწავლეების, კანონიერი წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებისა და მათ მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზების შესახებ სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილი ერთიანი ანგარიშის საფუძველზე;

ბ) მოსწავლეებში ძალადობის რისკების შეფასების საფუძველზე;

გ) ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში დაცული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე;

დ) მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრისა და მონიტორინგის სამმართველოს ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე;

ე) სკოლის/ რესურსცენტრის/ სამინისტროს მიმართვის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე მანდატურის სამსახური შეიმუშავებს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის რეკომენდაციებს და უგზავნის ყველა სკოლას, ზაფხულის არდადეგების დასრულებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი სკოლისათვის ძალადობის რისკების შემცირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიცემას წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს სკოლისათვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე სატელეფონო კონსულტაციის გაწევასა და შესაბამისი რეკომენდაციის მიცემას.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს კონკრეტული სკოლისათვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემას გონივრულ ვადაში.

7. სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ამ მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინები