1. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში უზრუნველყოს დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიაცია, მათი კანონიერი წარმომადგენლების, მანდატურის/უფლებამოსილი პირისა და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ჩართულობით.

2. სკოლების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს სკოლებში მედიაციის სტანდარტული გეგმის შემუშავებას.

3. სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს მედიაციის სტანდარტული გეგმით, ამასთან კონფლიქტური სიტუაციის ხასიათის გათვალისწინებით, გაატაროს მედიაციის სტანდარტული გეგმისგან განსხვავებული ისეთი ღონისძიებები, რომელიც მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიმართული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკე