1. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

2. სკოლის დირექცია ვალდებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია წერილობითი ფორმით აცნობოს მანდატურის სამსახურს, სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

თავი VI. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წე