1. მანდატურის მიერ თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს მანდატური:

ა) მოსწავლეების ბაზით და საკონტაქტო ინფორმაციით;

ბ) მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების ბაზით და საკონტაქტო ინფორმაციით;

გ) დირექციისა და თითოეული კლასის დამრიგებლის (იმის მითითებით, თუ რომელი მოსწავლის კლასის დამრიგებელია) საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) სკოლის შინაგანაწესით;

ე) საგაკვეთილო ბადით;

ვ) საევაკუაციო გეგმით.

2. მანდატური სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლის დირექციასთან წინასწარი შეთანხმებით, გაცნობის მიზნით, ხვდება მოსწავლეებსა და მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს და აცნობს მათ მანდატურის უფლება-მოვალეობებ