1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) უზრუნველყოფს მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;
ბ
1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს; უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების როტაცია; განიხილავს ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ 2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სკოლის დირექტორის დასაბუთებულ მიმართვას და იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს;
დ1) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებს;
ე) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 13
ივნისის კანონი
№2523
- ვებგვერდი, 29.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.11.2023 კანონი №3663
- 16.03.2021 კანონი №338
- 13.06.2018 კანონი №2523
- 22.02.2011 კანონი №4204
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 482 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის; ბ) უზრუნველყოფს მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას; ბ 1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს; უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების როტაცია; განიხილავს ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ 2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სკოლის დირექტორის დასაბუთებულ მიმართვას და იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას; გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით; დ) მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს; დ1) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებს; ე) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება