1. სამსახურის თანამშრომელი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე იღებს შრომის ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ხელფასის გაცემის ადგილს და წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
3. სამსახურის თანამშრომელს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
4. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში სამსახურის თანამშრომელს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი)